Friday, March 16, 2012

სკოლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა

პროექტის სახელწოდება
სკოლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა
პრობლემის დასმა
სკოლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილია ნაგავი ბავშვებისაგან და გარეშე პირებისაგან(გასუფთავება ნაგვისაგან, საუბრის ჩატარება კლასებში, გამაფრთხილებელი განცხადებების გაკეთება–გავრცელება
მისაღწევი შედეგები
გამოვუმუშავოთ ბავშვებს უნარი ყველგან დაიცვან სისუფთავე შინ და გარეთ; ჯგუფში თანამშრომლობის; დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარება და მათთვის კეთებით სწავლის შექმნა
მიზნობრივი ჯგუფი
3–ე კლასი
შეფასების საგანი და პროცედურები
ჯგუფური მუშაობის შეფასება; ინფორმაციისა და ფოტომასალის მოძიების შეფასება; პროექტის კეთების შეფასება
დროის ხანგრძლივობა
ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები
სკოლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმევა საჭირო რაოდენობის ბუნკერი, დამზადდება და გავრცელდება გამაფრთხილებელი განცხადებები ბავშვების მონაწილეობით დასუფთავდება სკოლის ეზო
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ტომრები; რეზინის ;ხელთათმანები; ფორმატის ქაღალდები; მარკერები; ფოტოაპარატი
პროექტის მსვლელობა
1.საჭირო ინფორმაციის მოძიება–პროექტზე მომუშავე მოსწავლეთა ჯგუფი ატარებს გამოკითხვას იმ მიზნით, რომ გაარკვიონ რატომ იყრება ნაგავი, არის თუ არა სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნკერები, საჭიროა თუ არა თვეში ერთხელ შაბათობის მოწყობა, მაცხოვრებლებთან შეხვედრა და საუბრის ჩატარება, მონაცემთა შეგროვება 2.მონაცემთა ანალიზი ამ მონაცემების საფუძველზე მოცწავლე ადგენს, რამდენად ხშირად მოდის ნაგვის მანქანა, იცლება თუ არა ბუნკერები, ყავს თუ არა სკოლას მეეზოვე 3.ვიზუალიზაცია,ამოცანის სქემატურად გამოსახვა. წარმოადგენს სკოლის გეგმას და პირობითი ნიშნებით აღნიშნავს თუ სად და რა რაოდენობის ბუნკერი უნდა იდგეს ეზოში და ეზოს გარეთ

პროექტის ხელმძღვანელი
ასმათ კაპანაძე